გახმაურებული საქმეების პროკურორი, რევაზ ნადოი მოსამართლე ვერ გახდა

პროკურორი რევაზ ნადოი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არც ერთ ვაკანტურ ადგილზე არ დაამტკიცა. მან გასაუბრება 2 მაისს გაიარა, დღეს კი, კენჭისყრაზე მისი კანდიდატურა ჩავარდა.

რევაზ ნადოის საბუთები სააპელაციო, სისხლისა და საგამოძიებო პალატებში ჰქონდა შეტანილი.

რევაზ ნადოი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე გახმაურებული საქმის პროკურორი იყო. ის ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების, ბაჩო ახალაიას რამდენიმე საქმის, მათ შორის, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძისა და ციხის ბუნტის საქმეების პროკურორი იყო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხს განიხილავს. 39 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი სულ 108 მოსამართლეს აქვს შეტანილი.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე მიკროავტობუსის მგზავრები გადაარჩინეს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ 2011-2012 წლებში პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ექვსი პირი დააკავა