გახმაურებული მკვლელობა ყიფშიძეზე – მოსამართლის განაჩენი ცნობილია

პროფილაქტიკის თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებულ კონსტანტინე ლაშქარაშვილს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურორის ინფორმაციით, ვინაიდან ლაშქარაშვილი ამ დროისათვის ფსიქიურად დაავადებულია, მოსამართლემ მას სასჯელის შესაბამის დაწესებულებაში მოხდა დაუნიშნა. პროკურორის თქმით, მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ლაშქარაშვილის მიმართ გამოიყენა შეკრებითობის პრინციპი.

”ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მოსამართლემ გაითვალისწინა და კონსტანტინე ლაშქარაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ რამაზ მჭედლიშვილის განზრახ მკვლელობაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში, ცივი იარაღის ტარებაში, ასევე განაჩენს დაემატა ლაშქარაშვილის მიერ წინა დანაშაულის მოუხდელი ნაწილი და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობაში მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ვინაიდან დღეის მდგომარეობით ლაშქარაშვილი ფსიქიურად დაავადებულია და მას არ შეუძლია გააცნობიეროს საკუთარი ქმედება, მოსამართლემ დაუნიშნა გამოჯანმრთელებამდე შესაბამის დაწესებულებაში მკურნალობა”, – განაცხადა ქორაიამ.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის პალმა ტრანსპორტირებისას მისაბმელიდან გადმოვარდა
შემდეგი სტატიალისის ტბასთან მიწის თაღლითურად მითვისების ფაქტზე გამოძიება დაიწყო