“გაყიდულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ვრცელდება” – მიხეილ გიორგაძე

დიდი მსხევერპლშეწირვა „ოცნებაში“ რა მიზეზით მოხსნიან კულტურის მინისტრს

“გაყიდულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ვრცელდება” – ასე ეხმიანებან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ოპოზიციის განცხადებას, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიას აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

“ბოტანიკური ბაღის საზღვრები 2000 წელს დადგინდა, 2007-ში კულტურის მინისტრის ბრძანებით მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუმცა არ განსაზღვრულა არც საკადასტრო საზღვრები და არც სააღრიცხვო ბარათი სამწუხაროდ არ გაკეთებულა. შესაბამისად ამ საბოლოო მონაცემების მიხედვით რომელიც 2000 წელს დადგინდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიხედვით, იმას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შესაბამისად ეს ტერიტორიები ამ ტერიტორიის ნაწილი არ ყოფილა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მათზე არ ვრცელდება“ – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

banner
წინა სტატიაშიშოთაძე ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი ტელეწამყვანის შალვა რამიშვილის საჩივარს ეხმაურება
შემდეგი სტატიათბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა ანგარიში წარმოადგინა