საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პროფესიის ცვლილება სურთ, ახალ პროექტს ახორციელებს.
ინიციატივის ფარგლებში, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში სწავლის გაგრძელების მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის 100%-იანი დაფინანსება.
პარტნიორ პროფესიულ სასწავლებლებს შორის ერთ-ერთი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაა.
სტიპენდიის მისაღებად, თითოეულ პროფესიულ სასწავლებელს სხვადასხვა კრიტერიუმი აქვს შემუშავებული.
Academy of Digital Industries-ში სტიპენდია ვრცელდება ისეთ კურსებზე, როგორებიცაა:
- მარკეტინგი: სოც. მედია და ციფრული მარკეტინგი;
- გრაფიკული დიზაინი;
- ინტერიერის დიზაინი;
- UI და UX დიზაინი;
- ტექნოლოგიები: კიბერუსაფრთხოება, AI, Java, Python, React, Angular;
- ბიზნესი (HR).
აკადემიაში სწავლით დაინტერესებულმა პირებმა 15 ოქტომბრამდე უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ვებგვერდზე და გაიარონ გასაუბრება.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ინიციატივაში 7 პარტნიორი პროფესიული აკადემია ჩაერთო, მათ შორის არიან: აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია; Tbilisi School of Communication; Academy of Digital Industry; Smart Academy; IT Academy STEP; Headvice; BDO Academy.



















