6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

გახდება თუ, არა უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყანა?!

ევროკავშირი სამშვიდობო შეთანხმებისთვის რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს, რაც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს მოიცავს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, განიხილება კიევისთვის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული წინასწარი დაცვის მექანიზმების უზრუნველყოფის, ასევე წევრობის გარკვეულ უფლებებზე დაუყოვნებლივი წვდომის შესახებ ვარიანტები.

წყაროების თქმით, ევროკავშირი უკრაინას მიაწვდის ნათელ გრაფიკს იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მან უნდა გადადგას ოფიციალური პროცედურის წინსვლისთვის.

ამასთან, სხვა ვარიანტები ითვალისწინებს გაწევრიანების არსებული გზით გაგრძელებას ან გარდამავალ პერიოდს და პროცესში თანდათანობით გაწევრიანებას.

ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლებელია „დაჩქარებული სცენარის“ პირობებში, რაც გულისხმობს ზოგიერთი ამოცანის შესრულებას გაწევრიანების შემდეგ. ამასთან, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ 2027 წელს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია.​​​​​​​​​​​​​​​​

banner
წინა სტატიაში“პუტინის მთავარი მიზანია კიევისა და მთელი უკრაინის აღება” – უკრაინის ბრძოლა გადარჩენისთვის
შემდეგი სტატიადაღუპულია 18 ადამიანი – ძლიერი ყინვა ნიუ-იორკში