გახდება თუ არა ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა ვატიკანში ისტორიული – კოტე კემულარიას ანალიზი

კოტე კემულარია “ფეისბუქზე” განიხილავს დონალდ ტრმპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის დღევანდელ, ხანმოკლე შეხვედრას და წერს, რომ ეს შეხვედრა, შესაძლოა, ისტორიული გამოდგეს.

რომის პაპთან დამშვიდობების ცერემონიალზე, ტრამპისა და ზელენსკის ერთი-ერთზე საუბარი 17 წუთს გაგრძელდა…

ზელენსკიმ თქვა: “შესაძლოა ისტორიული გახდეს ტრამპთან ეს შეხვედრა, თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც მოვილაპარაკეთ…”

ტრამპმა პოსტი გამოაქვეყნა, რაზე დაყრდნობითაც Sky News წერს: “ზელენსკისთან “ისტორიული” შეხვედრის შემდეგ ტრამპმა პუტინი გააკრიტიკა”!!!

საკუთარ პოსტში, ტრამპი წერს: “ბოლო დღეებში პუტინს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი ბალისტიკური რაკეტებით დაებომბა უკრაინის მშვიდობიანი
ქალაქები და მოსახლეობა!!! ეს ფაქტი მაფიქრებინებს რომ—სინამდვილეში პუტინს არ უნდა ცეცხლის შეწყვეტა… ხომ არ ვიმოქმედო “საბანკო” და “მეორადი” სანქციებით რუსეთის შესაჩერებლად…ბევრი ადამიანი იღუპება”!!!

სამი დღის წინ ტრამპი პასუხობდა ჟურნალისტებს:
“რამდენიმე დღეში გეტყვით, იქნება თუარა მეორადი სანქციები რუსეთის მიმართ…”

რუსეთის გენშტაბი ამტკიცებს:: “კურსკი -უკრაინის საზღვარზე გავედით”!!
ეს “კურსკი” იყო ყველაზე რთული მომენტი ცეცხლის შეწყვეტის კლასიკური ფორმის შესათანხმებლად…

პესკოვი დღეს აცხადებს:”მზად ვართ უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებისთვის, წინასწარი პირობების გარეშე!”

როგორც ჩანს, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის ერთობლივი სამშვიდობო მოდელი—ჯერ ცეცხლის შეწყვეტა—ჯარების დაშორიშორება—ნეიტრალური ხაზის დაფიქსირება, შეიძლება ძალაში შევიდეს!!!
უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე და დანარჩენი საკითხების შემდეგ განხილვაზე ყოველთვის თანახმა იყო…

ღიად რჩება ცეცხლის არგანახლების გარანტიების საკითხი…
ბრიტანული “ტელეგრაფი” წერდა გუშინ: “პრემიერ კირ სტარმერის რამდენიმეკვირიანი მუშაობა ტრამპთან, შედეგიანად დასრულდა: ტრამპი თანახმაა ლოგისტიკური და საინფორმაციო უზრუნველყოფით დაეხმაროს მშვიდობისმყოფლების ერთიან ევროპულ დანაყოფს, ვინც ცეცხლის არგანახლების გარანტორები უნდა იყვნენ”.

ტრამპი თუ კრემლს დაითანხმებს გარანტიების ასეთ მოდელზე, ეს კარგი შედეგი იქნება და ზელენსკი-ტრამპის შეხვედრა მშვიდობისმსურველი და ღვთისნიერებით გამორჩეული პაპის დაკრძალვაზე, უკრაინისთვის შესაძლოა, მართლაც ი ს ტ ო რ ი უ ლ ი გამოდგეს!!!”, – წერს კოტე კემულარია.

banner
წინა სტატიაშიმაკრონი: “უკრაინა მზადაა უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს დღეს კიდევ ერთხელ გამიმეორა”
შემდეგი სტატიასიღნაღში, ვანო ჩხარტიშვილის სასტუმროში, სანქცირებული რუსი ოლიგარქი იაკუნინი და მისი შვილი წვეულებას მართავენ – “ფორმულა”