‘’გახარიასა და კალაძის შეხვედრა-გარიგებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ არჩევნებში ოპოზიციის გაერთიანებული კანდიდატი ნიკა მელია გაიმარჯვებს”- ბესიკ დონაძე

“კალაძემ და გახარიამ გაარკვიონ ერთმანეთში ვინ ვის რამდენი თანხა გადაუხადა და რისთვის, ჩვენთვის ახლა მთავარი ამოცანა არის ის, რომ მოვახდინოთ ოპოზიციური ელექტორატის მობილიზება, არჩევნებზე მივიყვანოთ ამომრჩეველი, გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში და “ქართული ოცნება” ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას. ის რომ კალაძემ ფული შესთავაზა, გახარიამ აიღო არ აიღო, ეს ადამიანების ასე ცხოვრობენ და ასე მართავენ ხელისუფლებას უკვე 9 წელია, აქედან გამომდინარე თვითონ გაარკვიონ ერთმანეთში ვინ ვის რამხელა თანხას აძლევს. მელია არის ოპოზიციური შეთანხმებული კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერს “ევროპული საქართველოც”, გამომდინარე აქედან ის გაიმარჯვებს, ასე რომ გახარია თვითონ დადგება, ვინმეს დააყენებს, გაურიგდება კალაძეს თუ არ გაურიგდება ეს მათი საქმეა. გარიგება, ქრთამი და კორუფცია მათი ხელწერაა, ივანიშვილი ასე მართავს უკვე 9 წელია. რაც შეეხება გახარიას კანდიდატურას, მას გამარჯვების შანსი არ აქვს, 2 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი ნიკა მელია გაიმარჯვებს.” – ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან საუბარში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ისნის ოლქში, ბესიკ დონაძე გახარიასა და კალაძის შეხვედრას.

ცნობისთვის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია წინასაარჩევნოდ კახი კალაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრის შესახებ, რომელსაც ერთი მხარე, მოქმედი მერი ადასტურებს, ხოლო ყოფილი პრემიერმინისტრი უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციური პარტიები შარლ მიშელს, იენს სტოლტენბერგსა და ურსულა ფონ დერ ლეიენს ღია წერილით მიმართავენ
შემდეგი სტატიაკუჭავა – დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის თავზე შევძლებთ ვიამაყოთ გარდატეხით, რომელსაც მოვახდენთ