“გახარიას წერილს გავასაჯაროებ მაშინ, როცა იქნება საგამოძიებო ორგანო შექმნილი, რომელსაც გამოძიების საშუალება ექნება”

“თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას წერილს გაასაჯაროებს.

მისივე თქმით, ის წერილს გაასაჯაროებს, როცა ამაზე რეაგირებისა და გამოძიების საშუალება იქნება.

“ძალიან ცოტა იმედი მაქვს, რომ საერთოდ ამ ქვეყანაში რაღაცები გაირკვევა, პირდაპირ გეუბნებით. ამიტომ გპირდებით, ამას გავასაჯაროებ, მაგრამ გავასაჯაროებ მაშინ, როცა იქნება საგამოძიებო რაღაც ორგანო შექმნილი, რომელსაც ამაზე რეაგირება და გამოძიების საშუალება ექნება. კიდევ ერთხელ გარწმუნებთ და გიმეორებთ, გავასაჯაროებ, მაგრამ არა ამ ფორმით, არა ჟურნალისტებთან და არა იმიტომ, რომ ორთქლი გამოვიდეს და მერე ეს თემა დამთავრდეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ქვეყანას მართავს კლასიკური კრიმინალი და მთელი მოსახლეობა მისი მძევალია..
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია მამუკა ხაზარაძეს პასუხობს – მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ყველას პირში ვეუბნები