გახარიას თქმით, 20 ივნისის აქციის დარბევა ივანიშვილთან შეუთანხმებლად გადაწყდა

ექსპრემიერ გიორგი გახარიას თქმით, 20 ივნისს დარბევა, “ქართული ოცნების” მაშინდელ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეუთანხმებლად გადაწყდა.

გარდა ამისა, 20 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციის სისხლიან დარბევაზე სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

“20 ივნისთან დაკავშირებით, რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ჩემი ტვირთია და მე ამ ტვირთს ვატარებ. მე მაშინ ვიყავი შინაგან სამქეთა მინისტრი, მაშინ ბიძინა ივანიშვილი იყო პარტიის თავმჯდომარე. არც ერთ შემთხვევაში, მე არანაირი შემთხვევა, არც შს მინისტრის პოზიციაზე, არც ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე, არ მქონია”, – ამბობს გახარია TV პირველის ეთერში.

banner
წინა სტატიაში20 ივნისის ბრძოლა გადავიტანე და ეს ვაჟბატონები სად იყვნენ დამალულები, კაციშვილმა არ იცის – გახარია “ოცნების” ლიდერებზე
შემდეგი სტატიაგახარიას თქმით, მელიას დაკავების ოპერაციაში “უხილავი ხელები” მოქმედებდნენ