გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს არ ვხედავთ – ჩუგოშვილი

გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს არ ვხედავთ – აცხადებს ვიცესპიკერი და პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ჩუგოშვილი.

მისი თქმით, გამოძიება დაიწყება ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით და სადაც არაპროპორციული იყო ძალა დადგება კონკრეტული პასუხისმგებელი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც.

“ძალის გამოყენების შემთხვევებში, სადაც იყო არაპროპორციულობა, მათ შემთხვევებს უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება და ეს რეაგირება მოჰყვება, ვისი სამართლებრივი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება აგებს პასუხს,”-განაცხადა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილი რევოლუციურ ცვლილებად აფასებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ მმართველი გუნდი ყველა პოლიტიკურ პარტიასთან აწარმოებს დიალოგს, გარდა ცალკეული ინდივიდებისა.

ჩუგოშვილი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელ პოლიტიკოსებს არ მოიაზრებს დაანონსებული დისკუსიის ფორმატში. მისი თქმით, პოლიტიკოსთან ნაწილმა პირდაპირ ეთერში გააკეთა მოწოდებები სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობის შესახებ, რამაც მისი მტკიცებით სავალალო შედეგები გამოიწვია. ჩუგოშვილი ამ პირების პასუხისმგებლობის დაყენების საკითხზეც საუბრობს.

„ეს არის რევოლუციური ცვლილებების დასაბამი ქართულ პოლიტიკურ სისტემაში. მისასალმებელია, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების მოთხოვნა სახეზეა. პირველ რიგში უნდა დავასრულოთ სასესიო კვირა, შემდეგ დავიწყებთ კონსულტაციებს ყველასთან როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციასთან,

გვინდა საუბარი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ყველა ინდივიდთან ვინც კონსტიტუციურ მოთხოვნებს სცემენ პატივს. სამწუხაროდ ჩვენ ვიხილეთ, ძალიან სამწუხარო მოვლენები როცა ძალიან ღიად პირდაპირ ეთერ?სი ჰქონდა კრიმინალს ადგილი, რაც იყო სახელმწიფო ინსტიტუტებს დამხობისკენ მოწოდება.

აქციის დაშლა თქვენ ალბათ არ გინდათ, მაგრამ ყველაზე მძიმე იყოს ის, რომ აუცილებელი გახდა ძალის გამოყენება იმ უპასუხისმგებლო და კრიმინალური ქმედებების გამო,რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე,“-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

banner
წინა სტატიაშიინსპირირება მომხდარიყო შტურმი, გააკეთეს იმ პოლიტიკურმა დესტრუქციულმა ლიდერებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ იქ – კალაძე
შემდეგი სტატიააბსოლუტურად აღმაშფოთებელი და სამარცხვინოა გახარიას დატოვება თანამდებობაზე – ელენე ხოშტარია