გახარიას გუნდში ზაზა თავაძის წასვლის შესახებ პირველი განმარტება კეთდება – გიორგი შარაშიძე ირწმუნება, რომ ეს “მხოლოდ პროფესიული კარიერიდან მოღებული გადაწყვეტილებაა”/
“დარწმუნებული ვარ, როდესაც ის პოლიტიკას დასჭირდება, დაბრუნდება” – ამბობს „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატი.
„ზაზა თავაძე არის ჩვენი მეგობარი, უაღრესად პროფესიონალი ადამიანი. ნამდვილად ვამაყობ, რომ მე მას კარგად ვიცნობ, ერთად ვიყავით თბილისის საკრებულოში რამდენიმე წლის განმავლობაში. როგორც მე ვიცი, დაუბრუნდა თავის პროფესიულ საქმიანობას. იცით, რომ ის არის უმაღლესი დონის პროფესიონალი იურისტი, მუშაობს, მათ შორის, სამეცნიერო მიმართულებით. მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ეს არის. დარწმუნებული ვარ, როდესაც ის თავის კვლევას, რომელსაც თუ არ ვცდები, გერმანიაში აკეთებს, დაასრულებს და როდესაც პოლიტიკას დასჭირდება ზაზა თავაძე, ის დაბრუნება პოლიტიკაში. ეს მხოლოდ პროფესიული კარიერიდან მოღებული გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, ზაზა თავაძემ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ დატოვა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ის პოლიტიკას ტოვებს და პროფესიულ, საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას უბრუნდება.



















