27.2 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

გახარიას პარტიამ 64-ვე მუნიციპალიტეტში კანდიდატთა სია წარადგინა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, მათ 64-ვე მუნიციპალიტეტში საკრებულოს პარტიული სია წარადგინეს.

ამასთან, როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში „ლელო-ძლიერი საქართველოსთან“ ერთად, მერობის საერთო კანდიდატები წარადგინეს.

„ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტში წარვადგინეთ საკრებულოს პარტიული სია. ამასთან, [კანდიდატები წარვადგინეთ] „ლელო – ძლიერი საქართველოსთან“ ერთად საქართველოს ყველა ძირითად რეგიონულ ცენტრში და მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მერობის საერთო კანდიდატები წარვადგინეთ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 12 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაუკანონოდ გასცემდა ფსიქოტროპულების შესაძენ რეცეპტებს – პროკურატურამ კახეთში ცენტრის დირექტორი დააკავა