გახარიას პარტია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

დღეს, ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიას, საკუთარი კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით, მიმართა გახარიას გუნდის წევრმა, ახალქალაქის საკრებულოს პროპორციული სიის მეათე ნომერმა, პავლე ხმალაძემ.

მან პროპორციულ სიასთან ერთად, პარტიაც დატოვა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ გახარიას გუნდი და პროპორციული სია ახალქალაქში მესამე ნომერმა, ლორანდ ეზოიანმა დატოვა. მოგვიანებით კი, პარტიის და სიის დატოვების შესახებ განცხადებები უკვე დაწერეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიის მეოთხე ნომერმა, ვრეჟ კაზარიანმა და ასპინძის საკრებულოს სიის მეორე ნომერმა, ნუგზარ კაკველიძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: მართალია, არსებობს გამოწვევები, მაგრამ ჩვენ ამაზე თვალებს არ ვხუჭავთ
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: სექტემბერი და ოქტომბერი უნდა იყოს აცრების ძალიან გააქტიურების 2 თვე