“გახარიას პარტია იშლება” – არჩილ გორდულაძე

გახარიას პარტია იშლება – ასე ეხმაურება “ოცნების” წევრი, არჩილ გორდულაძე ზაზა თავაძის მიერ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვებას.

გორდულაძე ამბობს, რომ გახარია თავისივე პარტიის წევრებს პატივს არ სცემს.

მისივე თქმით, გიორგი გახარია თავისი მიზნების განსახორციელებლად, ცდილობს, ადამიანები „მიიტმასნოს“.

გახარიას პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, ზაზა თავაძე პოლიტიკიდან წავიდა
გახარიას გუნდში ზაზა თავაძის წასვლის შესახებ პირველი კომენტარი კეთდება
„გახარიელებს“ რომ კითხოთ, „ნაციონალური მოძრაობის“ გახსენებაზე აჟრიალებთ, მაგრამ მათ წევრებში იყვნენ და არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და წარსულში მყოფი წევრები. მაგალითად, ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც უმაღლეს თანამდებობას იკავებდა და მანამდე იყო ადეიშვილის მოადგილე. იშლება ეს პარტია. გახარია თავისივე პარტიის წევრებს პატივს არ სცემს. ეს სტიპენდიატი ცდილობს, ადამიანები მიიტმასნოს მხოლოდ და მხოლოდ თავისი მიზნების განსახორციელებლად და შემდეგ ამ ადამიანებს უწოდებს ხოლმე დროებით პროექტებს, როგორც ეს ქალბატონ აქუბარდიასთან დაკავშირებით გააკეთეს. მისთვის ადამიანს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მიღებული დავალება, რომელიც უნდა შესრულდეს ყველაფრის ფასად“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, ზაზა თავაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ის პოლიტიკას ტოვებს და პროფესიულ, საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას უბრუნდება.

banner
წინა სტატიაში“ახლა კი, მათ “ანტიკორუფციულმა კამპანიამ” ჩაილურის წყალი დალია” – სააკაშვილი კიევში ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის ოფისის ჩხრეკაზე
შემდეგი სტატიაპოლონეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული დასაქმების პროცედურა უქმდება