გახარიას პარტია ირაკლი კობახიძის განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა პროკურატურას მიმართეს და ირაკლი კობახიძის განცხადებებზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

როგორც ისინი ამბობენ, კობახიძის ბრალდებები უსაფუძვლოა, თუმცა მნიშვნელოვანია მისი გამოძიება, რადგან “ოცნების” თავმჯდომარე სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობს..

როგორც გახარიას თანაპარტიელები ამბობენ, ამ განცხადებით ხელისუფლება არამხოლოდ ყოფილ პრემიერს სწამებს ცილს, არამედ იმ სამხედროებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც ქვეყანას ემსახურებიან.

banner
წინა სტატიაშიმთვარობა – „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას ვაგრძელებთ
შემდეგი სტატიაბოკერია – ივანიშვილის დღევანდელმა წერილმა დაადასტურა, რომ ქვეყანას სწორედ ის მართავს