გახარიას ნეპოტიზმი

გმირად ახლა მოაქვს თავი და იქადნება, რომ კორუფციასა და ნეპოტიზმს მუსრი უნდა გაავლოს, თორემ თავის დროზე სხვა „პლასტინკას“ ატრიალებდა და ირწმუნებოდა, რა მოხდა მერე, თუ თანამდებობის პირი რომელიმე ახლობელს სადმე მსუყე ადგილას დაასაქმებს, ეს ხომ ქართულ-ჯიგრულ პონტიაო. ჰოდა, ამ „ქართულ-ჯიგრულ პონტში“, როგორც ახლა ირკვევა, მხოლოდ საკუთარ კი არა, ლამის ცოლის სადაქალ-საძმაკაცოსაც თბილ თანამდებობებზე სულ ლიწინ-ლიწინით ყავს დასაქმებული.

ალბათ, მიხვდით, საუბარი ექსპრემიერ გიორგი გახარიაზეა, რომელიც ახლა პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელ-თავმჯდომარეა და რომელიც ქვეყნის გაბრწყინების პირობას დებს, მაგრამ მოსახლეობა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, „იმედის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი ნახა, კარგად ხვდება, რომ ექსპრემიერი, ურბალოდ, ბაქი-ბუქობს, თორემ შანსი კიდევ ერთხელ რომ მიეცეს, მთელ სახელმწიფო უწყებებს ისევ საკუთარი საძმაკაცო-სანათესაოთი „გაძეძგავს“.

აქვე, შეგახსენებთ: ტვ „იმედმა“ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, რომლითაც ნათელი გახდა, თუ როგორ ასაქმებდა გიორგი გახარია და მისი უახლოესი გარემოცვა ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს სახელმწიფო უწყებებში.
ამბავი, რომელსაც დღეს მოგიყვებით, ამ ნეპოტისტური დასაქმების ერთგვარი გაგრძელებაა, ანუ ამჯერად საუბარია ლევან წულაიაზე, რომელიც „სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“-ში (DMO) საპასუხისგებლო თანამდებობაზე მუშაობს, კერძოდ, აღმასრულებელი დირექტორია. აღნიშნული ორგანიზაცია თავის დროზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებმა დააფუძნეს და თითო მუნიციპალიტეტი, მესტიის გარდა, ორგანიზაციას 30 ათას ლარს ურიცხავს.

ლევან წულაია ზემოხსენებული ორგანზიაციის აღმასრულებელ დირექტორად 2019 წლის მიწურულს, ანუ მაშინ დანიშნა, როცა გახარია შს მინისტრი გახლდათ.
ეს დანიშვნა შესაძლოა, არც ყოფილიყო ყურადღება მისაქცევი, მაგრამ არსებობს ერთი ნიუანსი – ლევან წულაიას ძმა, გაბრიელ წულაია გახარიას მარჯვენა ხელი გახლდათ და, პრინციპში, ახლაც ასეა. ახლა, წულაიებმა შესაძლოა, თავი გაიგიჟონ, რაის გახარიას მარჯვენა ხელიო, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ გაბრიელ წულაია გიორგი გახარიას პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა, როცა ეს უკანასკნელი პრემიერი იყო. მესამე ძმა ირაკლი წულაია კი გადაცემების „ბიზნესქრონიკა“ და „ბიზნესი იმედზე“ წამყვანი იყო.

ახლა, რაც შეეხება „სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას“, შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ეს მკვდრადშობილი უწყებაა, ანუ სულ სამი ადამიანია დასაქმებული და თავის დროზე იმიტომ შეიქმნა, რომ რეგიონში ტურიზმი განევითარებინა, ანუ ტურიზმისთვის ლოკაციები უნდა შეექმნა. სამი წელია, აღნიშნული ორგანზიაცია არსებობს, თუმცა მის მიერ განვითარებული ტურიზმი არავის უნახავს. ამიტომაც, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ორგანზიაცია სპეციალურად გახარიას მარჯვენა ხელის ძმის დასასაქმებლად შეიქმნა – საქმისგან თავს არ იკლავდა, მაგრამ ხელფასს, ცხადია, იღებდა.

ახლა კი, მთავარი ინტრიგა – ლევან წულაია, თურმე, პრეტენზიულად აცხადებს, გინდა თუ არა, ამ ორგანზიაციის აღმასრულებელი დირექტორობიდან გამათავისუფლეთო. რატომ ითხოვს წუალაია ასე დაჟნებით გათავისუფლებას? -იმიტომ, რომ მერე სალაპარაკო ჰქოდნეს, აი, პოლიტიკური ნიშნით მდევნიან და სამსახურიდან იმიტომ გამიშვეს, რომ ჩემი ოჯახი გახარიას კარგად იცნობსო.

ზოგადად, „თაიმერის“ ხელთ არსებული ინფრომაციით, სამეგრელოში სახელმწიფო უწყებების დაბალი რგოლის თანამშრომელთა უმეტესობა „ოცნებისტობას“ თამაშობს, თორემ სინამდვილეში, მათი უმეტესობა ფარულად გახარიას პარტიას „ეკურკურება“ და იგივე თვითმმართველბის არჩევნებში მმართველ გუნდს აუცილებლად უღალატებს.

banner
წინა სტატიაშიფაშინიანის პარტიმ 53.92%-ით გაიმარჯვა
შემდეგი სტატიაიოსელიანი – საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში ცვლილებები ძირითადად პოზიტიურად არის შეფასებული