გახარიას მხარეს აღმოჩნდება ერის იდეალისტთა ფლაგმანი – რას წერს ჟურნალისტი ირაკლი შონია

“დაბრუნდება თუ არა პოლიტიკურ ასპარეზზე, შექმნის თუ არა ახალ პოლიტიკურ გუნდს ეს კითხვები ყოველდღიურად მუსირებს საჯარო სივრცეში,რაც იმის მაჩვენებელია რომ გადამდგარი პრემიერის პერსონა კვლავ აქტუალურია საზოგადოებაში! მისმა რეიტინგმა არა თუ იკლო პირიქით მოიმატა!!!
ერთნი ვინც დრომ გამოავლინა, ფარისევლობდნენ მლიქვნელობით და დღეს ცილისწამების გაუგონარი ჯირითი აქვთ ბ-ნ გიორგის წინააღმდეგ,მათი ეს სამარცხვინო საქციელი მარტივია საკუთარი პრივილეგიების დაცვა, დაქირავებული მდარე პიროვნებების უკან მდგარნი,მაგრამ მაინც გაშიფრულები, მათზეა ნათქვამი (მრავლობითში) გიჟები მიუშვი ნებასა თვით შეეყრებიან სნებასა…
დღეს არსებული ორ კაციანი პარტიების ფონზე გიორგი გახარიას მომხრეთა რიცხვი ყველაზე მრავალრიცხოვანია,აქედან გამომდინარე თუ შექმნის პოლიტიკურ ორგანიზაციას,ეს იქნება ყველაზე ხალხმრავალი და დღევანდელ პოლიტიკურად გაპარტახებულ ქვეყანაში, გიორგი გახარიას მხარეს აღმოჩნდება ერის იდეალისტთა ფლაგმანი,მთავარია თვითონ რა კრიტერიუმებით შეარჩევს თანამებრძოლებს…გიორგი გახარიას გამოჩენამდე კი ვნებათაღელვა ყოველდღიურად გაგრძელდება უსაგნო კომპრომატებით, სადაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდებიან ერთგულები და მედროვენი!
მანამდე კი ყბადაღებული ნუშის პლანტაციებიც აყვავდებიან,” – წერს ჟურნალისტი ირაკლი შონია.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიაპასიური ამომრჩეველი გახარიას გვერდით დადგება – ვახტანგ ქობალია