გახარიას კადრების წმენდა გრძელდება

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი მინდია ბარამია და ამავე ცენტრის სპეციალისტი ხვიჩა დოლბაია თანამდებობას ტოვებენ.

“თაიმერის” ინფორმაციით, მათ გიორგი გახარიასთან მეგობრობა “ბრალდებათ”.

ხვიჩა დოლბაიას მეუღლემ თამარ თოფურიამ, რომელიც ქალაქ ფოთის საკრებულოში “ქართული ოცნების” კვოტით არის წარმოდგენილი, შესაძლოა თანამდებობა დატოვოს რაც საკრებულოში “ქართული ოცნების” უმრავლესობის დაშლის საფუძველი გახდება.

11 მაისს, მარტვილის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია, სენაკის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა და ფოთის ვიცე-მერი კოტე თოფურია თანამდებობიდან გაათავისუფლეს, – ინფორმაცია ექსკლუზიურად “თაიმერმა” გაავრცელა.

 

banner
წინა სტატიაშიხოშტარია: საპარლამენტო ცხოვრება დაიწყო და ეს აღარ არის ერთპარტიული პარლამენტი
შემდეგი სტატიაკახიშვილი: “ოცნებას” დავტოვებ, თუ ვნახავ, რომ ჩემი აზრი პარტიაში არავის აინტერესებს