„გახარიას ინტელექტუალური შტურმი განკუთვნილი იყო ე.წ. „ანტი-ნაცისთვის“, რომელიც ამის გარეშეც „უპრავებს“ ყველაფერს“ – ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი შს მინისტრის მთავარ შეცდომაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი ინტელექტუალური შტურმი „ანტინაცებზეა“ გათვლილი, რომლებიც ოპოზიციისთვის გადატრიალების დაბრალებას ისედაც ამართლებენ.„მორალს და პათეტიკას თავი რომ გავანებოთ, რა იყო გახარიას მთავარი შეცდომა?
მისი „ინტელექტუალური შტურმი“ განკუთვნილი იყო ე.წ. „ანტი-ნაცისთვის“, რომელიც ამის გარეშეც „უპრავებს“ ყველაფერს. ეს სეგმენტი ისედაც თანახმაა „ნაცებისთვის“ სახელმწიფო გადატრიალების „ჩადებაზე“.
რა უნდა გაეკეთებინა?
უნდა ეჩვენებინა ადამიანური სახე. რომ ის გულწრფელად (არა ფორმალურად) ნანობს იმას, რაც მოხდა აუცილებელი მოგერიების ფაზის შემდეგ.
დანარჩენი წყალია. ვიღაცა შეაქებს, ვიღაცა შეაგინებს. ჩვენ ისევ მონოლოგებით დიალოგის სამყაროში ვცხოვრობთ. მტერი იცინის და ემზადება“, – წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიკორუფციის პრევენცია – საქართველომ ევროსაბჭოს 16 რეკომენდაციიდან მხოლოდ 5 შეასრულა – IDFI
შემდეგი სტატია„გახარია ცალტვინა ეჟოვი და უსისხლო არაკაცია“ – დავით ბერძენიშვილი