გახარიას გზავნილი ქოცური არის – ბოკერია

“გიორგი გახარიას გზავნილები ისევ ქოცურია” – ამის შესახებ განცხადება პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ “საჯარო პოლიტიკის” ეთერში გააკეთა.

ბოკერიას თქმით, ყოფილი პრემიერი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არა ღირებულებების, არამედ განვლილი წარსულის მიხედვით “ქოცებად და ნაცებად” ყოფს.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი განმარტავს, რომ პარტია მზად არის მოლაპარაკებები “ახალთან”, “ლელოსთან” და “ლეიბორისტებთან” გამართოს.

მზად ვართ ვისაუბროთ “ახალთან”, “ლელოსთან”. შალვას პარტიისგან ინტერესს ვერ ვხედავთ, თორემ მზად ვართ, ვესაუბროთ. გიორგი გახარიას რაც შეეხება, მისი გზავნილი ჯერჯერობით ისევ ქოცურია და ვგულისხმობ რას. არა რაიმე ბრალდებას შეკვრაზე, ასეთი ცილისწამება არ გვახასიათებს, არამედ მის გზავნილებს ვგულისხმობ. ნაცებად და ქოცებად იყოფა სამყარო და ამას მხოლოდ წარსული განსაზღვრავს და არა ფასეულობები, არჩევანი. ისევ აგრძელებს იგივე გზავნილებს, “ესენი ყველა ნაცები არიან”. თავად რომ იყო ივანიშვილის რეჟიმთან აფილირებული, ამაზე ლაპარაკი არ უყვარს. არც იმის აღიარება უნდა, რომ ოლიგარქიული მმართველობა იყო მისი პრემიერობის დროს, არც ამაზე საუბარი არ უყვარს”, – ამბობს ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიპესკოვი მამუკა ფიფიას პასუხობს
შემდეგი სტატიაზელენსკი: უკრაინა დრონების სფეროში ტექნოლოგიურ პროგრესს უდგას სათავეში