გახარიას გუნდმა წალენჯიხის მერობის კანდიდატი შეარჩია

პარტია “საქართველოსთვის” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების შერჩევა დასასრულს უახლოვდება. წალენჯიხის მერობის კანდიდატად პარტიამ ხვიჩა მებონია დაასახელა. “თაიმერის” ინფორმაციით, გუნდმა ხვიჩა მებონიას ერთხმად დაუჭირა მხარი. არჩევა ფარული კენჭისყრის პრინციპის დაცვით მიმდინარეობდა.

ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი. „ქართულმა ოცნებამ” კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის წალენჯიხის მერობის კანდიდატად გოგა გულორდავა დაასახელა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის პირველ შაბათს, 2 ოქტომბერს გაიმართება

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიმარტვილის პოლიციის სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა