“გახარიამ ახალი დანაშაული ჩაიდინა, ფაქტები დაამახინჯა და ივანიშვილს გადაეფარა” – გოცირიძე

გახარიამ ახალი დანაშაული ჩაიდინა, ფაქტები დაამახინჯა და ივანიშვილს გადაეფარა – ეს განცხადება საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გააკეთა. მისი თქმით შს მინისტრის პროკურატურაში გამოკითხვა ემსახურებოდა მიზანს, რათა დაედასტურებინა, რომ “აქციის დარბევის” შესახებ ივანიშვილმა მომხდარიდან მეორე დილით გაიგო.

“გახარიას პროკურატურაში სასწრაფოდ გამოკითხვა მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა მომხდარზე კომენტარი გააკეთა, ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს-დაედასტურებინა, რომ ივანიშვილმა აქციის დარბევის შესახებ მხოლოდ მეორე დილით გაიგო, ანუ, როგორც თვითონ ამბობს, ამ დროს ეძინა. ამ ვერსიას რომ არავინ დაიჯერებს, გასაგებია, რადგან მტკნარი სიცრუეა. ისე, მისი სასახლის ქვემოთ ბათქი-ბუთქი რომაა, ათი ათასი ადამიანი რაღაცას აპროტესტებს, ის კი ძილის ტრადიციულ გრაფიკს პედანტურად იცავს, უფრო აბსურდულია, ვიდრე იმის აღიარება, რომ ყველაფერი იცოდა და ყველაფერში მონაწილეობდა. გახარიამ ახალი დანაშაული ჩაიდინა, ფაქტები დაამახინჯა და ივანიშვილს გადაეფარა( იძულებული გახდა გადაფარებოდა). ეს წინ დახვდება” -წერს რომან გოცირიძე.”

banner
წინა სტატიაშივისურვებდი მერწმუნა, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს – კრემლი საქართველოს პირობებს კიდევ ერთხელ უყენებს
შემდეგი სტატიაარალოგიკურია ევროპულმა ინსტიტუციამ, საქართველოში დასავლეთის მთავარ დასაყრდენს, “რუსთავი2”-ს უთხრას “არა” – ნიკა გვარამია