გახარია – ვგმობ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს

ვგმობ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარია აცხადებს.

როგორც გახარია „ტვიტერში“ წერს, მიაჩნია, რომ ეს არის თავდასხმა სტრატეგიულ მოკავშირეებზე და ღია მუქარა ჩვენი პარტნიორების მიმართ.

„აშშ-ს ელჩის შემდეგ, საქართველოს მმართველი პარტია თავს ესხმის ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, რომელიც ასრულებს თავის მისიას. ვგმობ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს და მიმაჩნია, რომ ეს არის თავდასხმა ჩვენს უახლოეს სტრატეგიულ მოკავშირეებზე და ღია მუქარა ჩვენი პარტნიორების მიმართ“, – აცხადებს გახარია.

banner
წინა სტატიაშირუსეთ-უკრაინის ომში სადღაც შუაში ვერ იქნები – ზელენსკი ბრაზილიის პრეზიდენტს
შემდეგი სტატიალომჯარია – ჩემი მთავარი შეთავაზება ევროპარლამენტარების მიმართ იყო ის, რომ საჭიროა მეტი სიცხადის შეტანა, რამდენად სწორად ხდება პუნქტების შესრულება ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის მხრიდან