გახარია: ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ

ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე.

„მოგესალმებით და პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის. მინდა, ბოდიში გადავუხადო ყველა იმ ჩვენ მოქალაქეს საქართველო სხვადასხვა კუთხიდან, რომელიც ჩვენ გვიკავშირდებოდა და სამწუხაროდ, ვერ მოახერხა დღეს ჩვენთან ერთად ყოფნა სხვადასხვა რეგულაციების გამო.

დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის, ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ.

დღეს ჩვენი გუნდი იწყებს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვას საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ – არავის წინააღმდეგ. ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ბოლო პერიოდის განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ პოლიტიკურ პროცესებს ჩვენს ქვეყანაში. ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ბევრი საქართველოს მოქალაქისთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ დღეს საქართველოს სჭირდება ის გუნდი, რომელსაც შეუძლია სიმართლეს გაუსწოროს თვალი. სჭირდება ისეთი გუნდი, რომელსაც შეუძლია და შესწევს უნარი სიმართლე უთხრას საქართველოს მოქალაქეს. უთხრას სიმართლე იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას დღეს ქვეყანა და რაც მთავარია, მოქალაქეებთან ერთად, მათი ჩართულობით ქვეყანას შესთავაზოს წესრიგი, ოღონდ სამართლიანი წესრიგი. სამართლიანი წესრიგი არის ის სივრცე, რომელშიც ჩვენ შეგვეძლება, ყველას ერთად ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს და რაც მთავარია, ვემსახუროთ სახელმწიფოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, სიმართლის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ილუზიაში“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის” თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს
შემდეგი სტატიაგახარია: საქართველოს სჭირდება გუნდი, რომელსაც შეუძლია, სიმართლეს გაუსწოროს თვალი