გახარია უნდა გადადგეს, კობახიძე უნდა გადადგეს, გომელაური უნდა გადადგეს – გრიგოლ ვაშაძე

გახარია უნდა გადადგეს, კობახიძე უნდა გადადგეს, გომელაური უნდა გადადგეს – ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

​ვაშაძე რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ქვეყანაში შემოყვანას და ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებს.

„ჩვენი დასაწყისის მოთხოვნა იყო, რომ საქართველოს მოქალაქის უფლებები ყოფილიყო დაცული და ეს ვითომ ჩვენი სასახელო პოლიცია გავრილოვს და კობახიძეს იცავს ჩვენგან. სამსაათნახევარი საშვებით ვერ შევედი პარლამენტში, რომელიც ჩემი ჯიბიდან ამოღებული ფულით ინახება, როგორც ეს პოლიცია, ჩვენი ფულით ნაყიდი ფორმა აცვიათ და გვესვრიან, როგორც კი გახარია მისცემს ბრძანებას. ეს ის პოლიცია აღარ არის. გავრილოვი გადმოიყვანა საზღვარზე სასაზღვრო პოლიციამ, დაცვის პოლიცია მიამაგრეს, შემდეგ მოიყვანეს და კობახიძის სავარძელში ჩასვეს და ჩვენ არ გვიშვებენ პარლამენტში. გახარია უნდა გადადგეს, კობახიძე უნდა გადაგდეს, გომელაური უნდა გადადგეს. არ მოვეშვებით ჩვენ ამას და კიდევ უფრო რადიკალური გახდება მოთხოვნები“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქის სპიკერი: გავრილოვმა გვითხრა, რომ არასდროს აუღია იარაღი საქართველოს წინააღმდეგ
შემდეგი სტატია“გავრილოვი არის პროქართველი” – ემზარ კვიციანი