გახარია: უკრაინიდან ელჩს გამოვიწვევთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს ან სტრატეგიულ პარტნიორობას

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 9, 2020 09:50

გახარია: უკრაინიდან ელჩს გამოვიწვევთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს ან სტრატეგიულ პარტნიორობას

მნიშვნელოვანი

  • უკრაინიდან ელჩს გამოვიწვევთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს ან სტრატეგიულ პარტნიორობას

სხვა სტატიები

უკრაინიდან ელჩს გამოვიწვევთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს ან სტრატეგიულ პარტნიორობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ცალკე აღებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო“, უკრაინასთან პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება.

„რა თქმა უნდა, ქართველები და უკრაინელები ვართ არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები, არამედ ჩვენ გვაკავშირებს დიდი, ბევრი წლების თანამშრომლობის ისტორია. ჩვენ ამ სტრატეგიულ პარტნიორობასა და ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს ხალხებს შორის ძმობას კითხვის ნიშნის ქვეშ ცალკე აღებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო არ დავაყენებთ. თუმცა, ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს ან სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ გავიაროთ კონსულტაციები იმის თაობაზე, როგორ დავიცვათ ეს ურთიერთობები ავანტიურისტებისგან. რადგან, სხვანაირად, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ სტრატეგიული და ძმური ურთიერთობები უკრაინელ ხალხთან ამ ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც სამწუხაროდ, თავიანთი პირადი გაურკვეველი ამბიციებისა და ეგოების გამო, რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას. მეორე მხრივ, ჩემთვის სამწუხაროა, რომ ისეთი გამოცდილების შემდგომ, როგორიც უკრაინას გააჩნია, კიდევ ერთხელ არის ეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 9, 2020 09:50

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics