შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია წულუკიანს მიმართავს და 2019 წლის 20 ივნისის ღამეს ახსენებს.
გახარია ამბობს, რომ ე.წ. გავრილოვის ღამეს ის “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ის დეტალურად აწვდიდა ინფორმაციას.
საქმის კურსში გაყენებდით მაშინ და მაშინ ემხრობოდით აზრს, რომ მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა მახსოვს თქვენი სიტყვები”- თქვა მან.
გახარია აკონკრეტებს, “სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მას და არც მის მოადგილეებს არ გაუციათ”.
ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გეგმის და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭავლს – გავეცი მე. სხვა შემთხვევებში, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. ზუსტად იგივე პასუხი არის დაკითხვის ოქმში,“ – განაცხადა გახარიამ.
გახარია ამბობს, რომ ე.წ. გავრილოვის ღამეს ის “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ის დეტალურად აწვდიდა ინფორმაციას.
20 ივნისს მე ამ შენობაში ვიცავდი სახელმწიფოს, არა პარტიას, არა ხელისუფლებას, არა ცალკე აღებულ ადამიანებს, არამედ ვიცავდი სახელმწიფოს. მაშინ, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, დარწმუნებული ვიყავი, რომ გავრილოვის აღმოჩენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო იდიოტური შეცდომა, მაგრამ დღეს უკვე ასე აღარ ვფიქრობ. ის პროცესები, რომელიც შემდგომ მოხდა, 2021 წლის 18 თებერვალს, ჩემი გადადგომის ღამეს, ძალიან იდენტურად იმეორებდა ყველაფერს, რაც მოხდა 20 ივნისს.
ამის ცოცხალი მაგალითი ხართ თქვენ, ქალბატონო თავმჯდომარე. გაგახსენებთ და მეც სულ ახლახან გამახსენდა, რომ სწორედ იმ ღამეს თქვენ როგორც სხვა ბევრი, როდესაც ინფორმაციას გაწვდიდით და საქმის კურსში გაყენებდით მიმდინარე ოპერატიულ მდგომარეობაზე, როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე მთავრობას, თქვენ, უმრავლესობა ემხრობოდით იმ პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა. ზუსტად მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ თქვენ როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, „ნაცების“ ოფისს მიანიჭებდით პენიტენციური დაწესებულების ნომერს და მიგაჩნდათ, რომ ეს იქნებოდა დიდი შეცდომა.
თუმცა მაშინაც 2021 წლის 18 თებერვალს, “უჩინარი კაცი”, როგორც ჩანს, ჩაერთო პროცესების მართვაში და თქვენ ყველას შეგაცვლევინათ აზრი, ზუსტად ერთ საათში თითოეული თქვენგანი, ყველა გაქრა. მე დღეს დასაბუთებული და გონივრული ეჭვი მაქვს, რომ შესაძლებელია რაიმე მსგავსი რამ მოხდა 2019 წლის 20 ივნისსაც. რაც შეეხება 20 ივნისს, 20 ივნისთან დაკავშირებით, ქალბატონო თავმჯდომარევ, მე მიცემული მაქვს ორჯერ ჩვენება საქართველოს პროკურატურაში.
მე ჩემს ჩვენებს ასე არ ვცვლი. იმედი მაქვს და თქვენ გქონდათ ამის უფლება, გამოთხოვილი გაქვთ მასალები და ნანახი გაქვთ ჩემი დაკითხვა და გაცემული პასუხები. იმედი მაქვს, ამ სხდომისთვის მოემზადეთ“, – განაცხადა გახარიამ.