გახარია: წერტილი დავსვი, რადგან თავდაპირველი მიზანი დაიკარგა სიხარბეში

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ მამუკა ხაზარაძესთან და “ძლიერ საქართველოსთან” მოლაპარაკები მან ჩაშალა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს დაწყება შეცდომა იყო.

ამ მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს და მოუმზადებლად, ცესკოს სიების წარდგენამდე ერთი კვირით ადრე დაწყება იყო შეცდომა, თუმცა ჩვენი მხრიდან პრეზიდენტის ამ შემოთავაზებაზე უარის თქმაც, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი. მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება.

გუშინ დაწყებულმა შავმა პიარმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მიზანი გახდა არა სამართლიანი შეთანხმების მიღწევა, არამედ ის, თუ ვის დაბრალდებოდა შეთანხმების ჩაშლა. დიახ, წერტილი დავსვი მე. მე წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მიზანი გადამერჩინა – ჩვენი ორი გუნდის სამომავლო შესაძლო სამართლიანი ეფექტური თანამშრომლობის პერსპექტივა, როგორც მთავარი ინსტრუმენტის, ქვეყანაში პოლარიზაციისა და ორპოლუსიანობის დაძლევის. წერტილი დავსვი, იმიტომ, რომ მოლაპარაკებების დაწყების მიზანი შევიდა ჩიხში. სამწუხაროდ, თავდაპირველი მიზანი დაიკარგა სიხარბეში. ვიღაცისთვის მთავარი გახდა მოლაპარაკებების ჩაშლის მეორე მხარისთვის დაბრალება, მეორე მხარისთვის კი ნებისმიერ ფასად ნებისმიერი ქაღალდის ხელმოწერა,“ – განაცხადა გახარიამ., – განაცხადა გახარიამ

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი საზღვრის გადმოკვეთისას დააკავეს
შემდეგი სტატიააფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ შემოღებული “ნეიტრალური პასპორტების“ აღებას არავის ურჩევს