გახარია წადი! – შს მინისტრის გადადგომა 25 ლოკაციიდან ერთდროულად მოითხოვეს

გახარია წადი! – ამ შეძახილებით შს მინისტრის გადადგომას საპროტესტო აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ ითხოვენ.

გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია თბილისში 25 ლოკაციაზე პარალელურად მიმდინარეობს. მომიტინგეები პროტესტს ზებრა გადასასვლელებზე რამდენიმეწამიანი გაჩერებით აფიქსირებენ და 15-დღიანი მოთხოვნას ამ გზით კიდევ ერთხელ შეახსენებენ მთავრობას.

გარდა, თბილისისა, გიორგი გახარიას გადადგომას ბათუმშიც მოითხოვენ. „გადადგეს გახარია“, „ივანიშვილი საქართველოს სირცხვილი“, „თვალთხარია გახარია“, – ამ შინაარსის ბანერებით ბათუმში აბუსერიძის ქუჩა რამდენიმეჯერ გადაკეტა ბათუმელმა ახალგაზრდებმა.

ისინი ამით სოლიდარობას უცხადებენ თბილისში გამართულ აქციებს. აქტივისტებმა რამდენიმე წუთით გადაკეტეს ცენტრალური ქუჩა და ამ გზავნილით რეგიონიდან აცნობებენ ხელისუფლებას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი დაუყონებლივ უნდა გადადგეს.

„ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის, უნდა გადადგეს დაუყოვნებლივ თვალთხარია გახარია და პასუხისგებაში მიეცეს ის პირები, რომლებმაც იმ ღამეს ბართლომეს ღამე მოუწყო ქართველ მოსახლეობას და ქართველ ახალგაზრდებს,“ – ამბობს აქციის მონაწილე.

პარლამენტის წინ აქცია კი დღეს კვლავ 19:00 საათზე დაიწყება, გზანილი უცვლელია – გადადგეს შს მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა – ვაპირებ მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვაზე მოვყვე ყველა ის დეტალი, რომელიც ამხელს ხელისუფლებას
შემდეგი სტატიათამარ ხულორდავა – გრიგორი კარასინის სიტყვები არ იყო მარტივი მოსასმენი