გახარია წადი! – საპროტესტო პლაკატი ფოთის საკრებულოს სხდომაზე და ოპოზიციის პროტესტი

ხმაური ფოთში საკრებულოს სხდომაზე -,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით ხომერიკმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების გამო მიიღო. ოპოზიციის კიდევ ერთი წევრი დარეჯან ცხვიტარია კი მთელი სხდომის განმავლობაში ფეხზე იდგა და ხელში საპროტესტო პლაკატები ეკავა. იგი გახარიას გადადგომას ითხოვს.

დეპუტატს დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

„კომფორტულ გარემოში არ მივცემ უფლებას რომ ჩაატარონ საკრებულოს სხდომა იმიტომ რომ იმხელა დისკომფორტია მთელს საქართველოში. ახალგაზრდები თვალდათხრილები არიან, ესენი ალაგებენ და ვარცხნიან თითქოს ამ ქალაქში ყველაფერი გადასარევადაა. ამიტომ მე ყველა საკრებულოს სხდომაზე მოვალ და გავაპროტესტებ. გახარია უნდა გადადგეს. და ეს ხელისუფლება საერთოდ უნდა წავიდეს,“-განაცხადა ენმ-ს ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

უმრავლესობის დეპუტატები კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის განცხადებები საფუძველს მოკლებულია.

„იმ განცხადებებს რომლეიც შეიცავს პირდაპირ ცილისწამებას, კონკრეტული ადამიანების პირად შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა ბუნებრივია ჩვენ ამას არ ვღებულობთ და არანაირად არ ვეთანხმებით იმიტომ, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ამ ხელისუფლებამ შეძლო საქართველოში დემოკრატიული პროცესების ისეთ დონეზე წარმართვა როგორიც არის ევროპული სტანდარტი,“-განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ.

banner
წინა სტატიაში„მალე არ იარსებებს „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „რუსთავი 2″ -გიორგი ლომია
შემდეგი სტატია“დღეს, ალბათ, ჩვენ არანაირ პასუხს არ ვიტყვით, ჩვენ მარტო მოვისმენთ და განვიხილავთ – დვალი და აქიმიძე ქიბარ ხალვაშს ხვდებიან