გახარია: სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულები და დაკავებული არალეგალური გზით შემოვიდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პირველადი მონაცემებით, ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულები და დაკავებული საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდნენ:

“დგინდება ყველა დეტალი და ნიუანსი. პირველადი მონაცემებით, ეს იყო არალეგალური გზა. უახლოეს პერიოდში გექნებათ ყველა პასუხი”.

ჰქონდა თუ არა ერთ-ერთ ლიკვიდირებულს საქართველოს შეიარაღებული ძალების იარაღი, გახარია ამბობს, რომ ამის შესახებ პირველად ესმის:

“ასეთი ვერსიები შეიძლება ბევრი გავრცელდეს. მთავარი ამოცანაა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ძალიან კარგად გვესმის, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, მაგრამ ყველაფერს თავისი დოზა აქვს. ბევრი კითხვა იყო, ბევრს პასუხი გაეცა. გამოძიება აქტიურ ფაზაშია. დაველოდოთ”.

banner
წინა სტატიაში,,ევა გოცირიძემ არა მარტო საქართველოში. სტრასბურგშიც შესანიშნავი შეფასება მიიღო”-ვოლსკი
შემდეგი სტატიამიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე: აფხაზეთისა და ოსეთის საკითხს ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ