გახარია: სიმართლე და ქმედება, ქმედება და სიმართლე – ეს იქნება „საქართველოსთვის” ლოზუნგი

გიორგი გახარია - სიმართლე და ქმედება, ქმედება და სიმართლე - ეს იქნება პოლიტიკური გაერთიანების „საქართველოსთვის“ ძირითადი ლოზუნგი

სიმართლე და ქმედება, ქმედება და სიმართლე – ეს იქნება პოლიტიკური გაერთიანების „საქართველოსთვის“ ძირითადი ლოზუნგი, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე.

„ალბათ ყველანი შევთანხმდებით, რომ საქართველოში არასოდეს არ გვქონია კარგი იდეების დეფიციტი ან კარგ იდეებზე პრობლემა. შეიძლება, ვთქვათ, რომ არ არსებობს დაპირება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ გაცემულა. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კულტურის დონეზე მიუთითებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში აშკარად არის სიმართლის პრობლემა; მაშინაც, როცა მწარე სიმართლეს გვიწევს გავუსწოროთ თვალი. მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ კლასზე, რომლის პასუხისმგებლობაც უნდა იყოს ბევრად უფრო მაღალი და რაც მთავარია, ჩვენთან არის უზარმაზარი დეფიციტი გაცემულ დაპირებებზე პასუხისმგებლობის. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ამიტომ, ჩვენ ვერთიანდებით სიმართლისთვის და მოქმედებისთვის. სიმართლე და ქმედება, ქმედება და სიმართლე – ეს იქნება პოლიტიკური გაერთიანების „საქართველოსთვის“ ძირითადი ლოზუნგი“, – განაცხადა გახარიამ.

„ექსპო ჯორჯიაში“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ სადამფუძნებლო კონფერენცია იმართება. პარტიის თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს. ღონისძიება 400-მდე დამფუძნებელსა და სტუმარს მასპინძლობს.

banner
წინა სტატიაშიგახარია: სიმართლის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ილუზიაში
შემდეგი სტატიაგახარია: ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური კულტურა ბევრად მაღალია, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური კლასის