გახარია: შაქარაშვილის საქმით პოლიტიკური სპეკულირება ამორალურია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ გამოძიება ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს.

გახარიას შეფასებით, საქმის პოლიტიზირება არ უნდა ხდებოდეს. მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, გამოძიების მიმდინარეობას ხელი შეუწყოს.

“მიმდინარეობს გამოძიება. სახელმწიფოს და პირველ რიგში საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი. ეს კითხვები არ არის ისეთი, რომ სანამ ეს ტრაგედია ცხელია, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ გამოძიებას. სპეკულირება ამ საქმით, პოლიტიკური მიზნებისთვის ამორალურია. პირველი მთავარი ამოცანაა, რომ გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს. თუ გამოძიების პროცესში ჩართულმა ვინმემ, სამართალდამცველმა ჩაიდინა კანონდარღვევა ამისთვის არსებობს პროკურატურა. ეს არ უნდა იყოს ჭორაობის საგანი”, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პასუხი დღეს უნდა გახდეს ცნობილი
შემდეგი სტატიაგახარია აშშ-ს დახმარების შესაძლო შეჩერებაზე: ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის