20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

„გახარია საქართველოსთვის“ შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებას ულოცავს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებას ულოცავს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს დღე უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენაა საქართველოს ეკლესიისა და სრულიად ქართველი ერისთვის.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს – შიო III-ს ვულოცავთ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებას!

ეს დღე უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენაა საქართველოს ეკლესიისა და სრულიად ქართველი ერისთვის.

დღეს თქვენ იღებთ ილია II-ის უდიდეს სულიერ და ისტორიულ მემკვიდრეობას, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში გააერთიანა და გააძლიერა საქართველო.

უფალმა მშვიდობით, სიბრძნითა და სიყვარულით განგამტკიცოთ საქართველოს ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ!“- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ახალარჩეული პატრიარქის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრება შედგა.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცეს მართვის სიმბოლოები, კერძოდ, საპატრიარქო მიტრა, ასევე კუნკულ-ბარტყული (თავსაბურავი) ჯვარ-პანაღია და კვერთხი. ასევე, პატრიარქის აღსაყდრების ძირითადი ნაწილის ბოლოს, ახალარჩეულ პატრიარქ შიო III-ს დაადგეს უძველესი საპატრიარქო მიტრა.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე: ახალი პატრიარქის წინამძღოლობით, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკლესია გააგრძელებს იმ უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას, რომელიც მას აკისრია
შემდეგი სტატიაგიორგი სიორიძე: თუ შიო მესამე სთხოვს პატიმრების შეწყალებას და ამას გაითვალისწინებენ, ეს კარგი იქნება ყველასთვის