8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

“გახარია საქართველოსთვის”: ქვეყანაში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებლობა სრულად მმართველ პარტიას ეკისრება

პარტია “გახარია საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს.

“როგორც ცნობილია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობაა, რაც, ნამდვილად, ქვეყნის დემოკრატიული, სტაბილური განვითარებისათვის აუცილებელი წინაპირობაა.

შესაბამისად, გვესმის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მცდელობები,
საქართველოში პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდეს.
ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოში სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. თუმცა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით ხელს უწყობს არა ნორმალური გარემოს შექმნას, არამედ პირიქით – ხლეჩს საზოგადოებას, განსხვავებული აზრის გამო ჩაგრავს ადამიანებს, ახალისებს ძალადობას და თავად ფიზიკურად ესხმის თავის ოპონენტებს, მართლმსაჯულების სისტემას იყენებს პირად ინტერესებში, აუარესებს კანონებს და კორუფციას იყენებს ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად.
ამ პირობებში, ქვეყანაში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებლობა სრულად მმართველ პარტიას ეკისრება.

ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვიყენებთ და გამოვიყენებთ ყველა კონსტიტუციურ და დემოკრატიულ ბერკეტს, რათა საქართველოს მოქალაქეები არ დავტოვოთ მარტო ჰიბრიდულ ომში”,_ აცხადებს პარტია “გახარია საქართველოსთვის”.

banner
წინა სტატიაშიილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ირანში მისია დასრულდება” – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი