29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

“გახარია საქართველოსთვის” პროკურატურას პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა გენერალურ პროკურატურას წერილობითი განცხადებით მიმართეს და 26 ივნისს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება მოითხოვეს.

პარტიის დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, უწყება ვალდებული იყო საჯაროდ გავრცელებული კადრების საფუძველზე გამოძიება თავად დაეწყო, თუმცა რეაგირების არარსებობის გამო მათ წერილობითი მიმართვა გადაწყვიტეს. შარაშიძემ აღნიშნა, რომ მომხდარი იყო წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა პარლამენტის წევრებზე, რასაც დეპუტატის იმუნიტეტთან კავშირი არ აქვს და საქმის აღძვრას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობით, უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირზე თავდასხმა და ძალადობა სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს და 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება გიორგი შარაშიძის კრიტიკულ გამოსვლას მოჰყვა. ჩხუბში „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები (გიგა ფარულავა, გიორგი შარაშიძე) და უმრავლესობის წევრები (ირაკლი ხელაძე, ლაშა ტალახაძე, არჩილ გორდულაძე, გენო პეტრიაშვილი, ირაკლი კირცხალია და ლევან მაჭავარიანი) მონაწილეობდნენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები აღნიშნულ ინციდენტზე გამოძიების საჭიროებას ვერ ხედავენ.

banner
წინა სტატიაშისოციალურ ქსელში ეკა კუპატაძის შეურაცხყოფისთვის ანი ნასყიდაშვილის ნათესავი 3 000 ლარით დააჯარიმეს
შემდეგი სტატიამუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის საპროექტო კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა