11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

“გახარია საქართველოსთვის” PACE-ს ჯგუფის განცხადებას აქვეყნებს

პარტია “გახარია საქართველოსთვის” განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „სოცდეკებისა და მწვანეების“ ჯგუფმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე დე ფაქტო ანექსიურ პროცესებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი შემდეგი განცხადება გააკეთა:

_„საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის არსებითია!
რუსეთის ფედერაციამ გააძლიერა ძალისხმევა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით. მსგავსი ანექსია წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა და მიუღებელ დარღვევას. იგი მოსკოვის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, დაამყაროს კონტროლი მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე, მათ შორის უკრაინაში – დონბასსა და ყირიმზე, მოლდოვაში – დნესტრისპირეთზე და საქართველოში – აფხაზეთზე.
კავკასიასა და მთელს ევროპაში მდგრადი სტაბილურობის და უსაფრთხოების მიღწევა მხოლოდ თითოეული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით არის შესაძლებელი.“

დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს საქართველოს სახელმწიფოსა და ეროვნული ინტერესების ურყევი მხარდაჭერისთვის!”_ წერია გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება: ყველაზე მეტი სამართალდარღვევა იმერეთში დაფიქსირდა
შემდეგი სტატიასეს-მა ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა