16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

„გახარია საქართველოსთვის”: “ოცნების” ხელისუფლებამ მიაღწია, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის ვიზის მიღება კიდევ უფრო გართულდა

პარტია „გახარია საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-სგან ვიზების მიღების პროცესის გართულება “ოცნების” არაკომპეტენტური, არათანმიმდევრული და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკის შედეგია.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, “ოცნება” მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზეა კონცენტრირებული და აზიანებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს.

„”ოცნების” ხელისუფლებამ მიაღწია, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღება კიდევ უფრო გართულდა. მოქალაქეებს ვიზის მიღების სურვილის შემთხვევაში, ყველაფერთან ერთად 15 ათას დოლარამდე დანაზოგი უნდა ჰქონდეს დეპოზიტზე.

აშშ-სგან ვიზების მიღების პროცესის გართულება “ოცნების” არაკომპეტენტური, არათანმიმდევრული და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკის შედეგია. მაშინ, როცა სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაძლიერება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, “ოცნება” მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზეა კონცენტრირებული და აზიანებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს.

ეს არის „ოცნების” “დალაგებული” ურთიერთობები ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიReuters: კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
შემდეგი სტატიაზელენსკი აცხადებს, რომ აქვთ უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთი ირანისთვის დაზვერვის ინფორმაციის მიწოდებას აგრძელებს