29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“გახარია საქართველოსთვის”: მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესია და ძალადობის მასობრივი დაუსჯელობა ჟურნალისტებისთვის იწვევს ფიზიკური უსაფრთხოების რისკებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ეხმაურება ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე  თავდასხმას.

„კატეგორიულად ვგმობთ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე ფიზიკურ თავდასხმას.

მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესია და ძალადობის მასობრივი დაუსჯელობა ჟურნალისტებისთვის იწვევს ფიზიკური უსაფრთხოების რისკებს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა “ოცნებას” ეკისრება.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი და ობიექტური რეაგირებისკენ!“ – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა თავად გაავრცელა. როგორც მთივლიშვილი “ფეისბუქზე” წერს, თავდასხმის შედეგად სახე დაუზიანდა.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტური ეთიკის ქარტია – ჟურნალისტზე თავდასხმა პროფესიული საქმიანობის გამო კატეგორიულად მიუღებელია. დამნაშავე უნდა დაისაჯოს!
შემდეგი სტატიასამების საკათედრო ტაძრის ეზოში, მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრებისთვის სამზადისი დაიწყო