29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“გახარია საქართველოსთვის”: დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტმა შედეგი გამოიღო

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მკურნალობის საკითხს. პარტიაში მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ ხანგრძლივმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და მთავრობამ ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების შესაძენად მუშაობა დაიწყო.

“მოხარულები ვართ, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების გადასარჩენად დაწყებულმა ხანგრძლივმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და მთავრობამ, როგორც იქნა, ბავშვებისთვის მედიკამენტების შესაძენად მუშაობა დაიწყო.

ეს ერთადერთი სწორი ნაბიჯია, რომელსაც მივესალმებით.
ვულოცავთ ბავშვებსა და მათ მშობლებს გადარჩენის იმედის გაჩენას და მადლობას ვუხდით მთელს საზოგადოებას გამოჩენილი თანადგომისთვის, რომელმაც ბავშვების იმედი რეალობად უნდა აქციოს.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად უზრუნველყოს მედიკამენტების შესყიდვა და მაქსიმალურად აირიდოს პროცესის გაჭიანურება, რადგან ბავშვებისთვის თითოეულ დღეს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას ბოლომდე, სანამ ბავშვები საჭირო მედიკამენტს არ მიიღებენ!”_ აცხადებს პარტია.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში განათლების რეფორმის სააწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა
შემდეგი სტატია“აფხაზეთი გვაქვს გასათავისუფლებელი, საქართველოს მილიტარიზაცია გარდაუვალია” — მიხეილ სააკაშვილი