7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

გახარია: საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თვითმოტყუება

საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თვითმოტყუება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი მტკიცებით, ეს სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია.

„ეს სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც საარჩევნო ბიულეტენში მრავალი „ოპოზიციური“ პარტიაა წარმოდგენილი, თუმცა არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თვითმოტყუება“, – აცხადებს გახარია.

მისი თქმით, საქართველოში უკვე ახალი პარტიების შექმნის ნიშნები ჩანს.

„საქართველოში უკვე ვხედავთ ახალი პარტიების შექმნის ნიშნებს. ეს ადამიანები ან ვერ აცნობიერებენ, რომ მათთვის წინასწარ განსაზღვრულ როლს ასრულებენ, ან შეგნებულად შედიან გარიგებაში პრორუსულ რეჟიმთან“, – აცხადებს გახარია.

banner
წინა სტატიაშილაშა ფარულავა: ჩვენ ვუერთდებით 28 ნოემბრის სახალხო აქციას
შემდეგი სტატიალევან მაჭავარიანი: ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია არ არის, ეს არის აგენტურული ქსელი