გახარია: საპატრიარქოს დაფინანსების არსებული წესი შესაცვლელი არ არის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საპატრიარქოს
დაფინანსების არსებული წესი შესაცვლელი არ არის.

ამის შესახებ გახარიამ „რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საპატრიარქოს დაფინანსების წესის შეცვლას გულისხმობს.

„მე ვთვლი, რომ ეს ნაწილი შესაცვლელი არ არის. ასევე, ვთვლი, რომ ეს ის საკითხია, რომელიც პარტიული დონიდან გადასაწყვეტი არ არის და გადაწყვეტილება საერთო სახალხო განხილვის გზით უნდა მივიღოთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში„მოვუწოდებთ უმრავლესობას ე. წ მოსმენების შესახებ კანონპროექტი გამჭვირვალე დისკუსიის შედეგად მიიღონ“ – აბაშიშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავს კარგად გრძნობს-შალვა პეტრიაშვილი