17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

გახარია: საკმაოდ „საინტერესო” იქნება იმის ნახვა, თუ რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი პარტიის წინააღმდეგ

„ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სასამართლო დავა” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი.

ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

„წინა კვირას „ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა – პარლამენტში მყოფი ერთადერთი ოპოზიციური პარტიის.

დღემდე, ეს „სასამართლო დავა” მიუწვდომელია – არც საჯაროა და არც ჩვენთვისაა ხელმისაწვდომი.

საკმაოდ “საინტერესო” იქნება იმის ნახვა, თუ რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი იმ პარტიის წინააღმდეგ, რომელიც საპარლამენტო მანდატებს ფლობს და მუდმივად აცხადებს, რომ არჩევნები ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზაა,” – წერს გახარია.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებულ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაახალციხის N1 სკოლის დირექტორსა და ამავე სკოლის მოსწავლის მშობელს შორის სავარაუდო ფიზიკური დაპირისპირებების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო