გახარია: ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ვერავინ ვერასდროს დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში პრემიერს კითხვა იზიარებდა თუ არა ის უმრავლესობის წევრების განცხადებებს, რომ სენატორები და ევროპარლამენტარები ერევიან საქართველოს სუვერენულ საქმიანობაში.

„როდესაც გეუბნებით იმაზე, რომ თქვენი ხელისუფლება და მისი რიტორიკა ხელს უწყობს ქვეყანაში ნატო-ს მხარდაჭერის შემცირებას, აი, ძალიან კარგი მაგალითი მოგვეცით ამ ტრიბუნიდან, როდესაც დიახ, ბატონო პრემიერო, მართლაც მოიტყუეთ. საღლიცინოდ აქ არ ვართ მოსული. დამიკონკრეტეთ აქ, თქვენი უმრავლესობის წამრომადგენლები რომ იძახიან, როდესაც პოლიტპატიმრებზე საუბრობს სენატი და ევროპარლამენტი, რომ ერევიან ჩვენს სუვერენულ საქმეებში. იზიარებთ თუ არა ამ შეხედულებას. თუ არა, დაბრუნდით და მიპასუხეთ ამ შეკითხვაზე“, – განაცხადა სამადაშვილმა.

გახარიამ სამადაშვილის პასუხად აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ვერავინ ვერასდროს დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.

„ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ვერავინ ვერასდროს დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს არის საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილება. ყველა სახის ფორმულირება კითხვის ჩვეულებრივი პროვოკაციაა.თუ სიამოვნებას გვრით ქვეყნის ვნება ამ ფორმულირებებით ამ კითხვების, გააგრძელეთ“, – აღნიშნა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით იაკობიძე – არ მახსოვს შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირის, ასე დაწვრილებით, სიღრმისეულად ესაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია სალომე სამადაშვილს – ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ, ამ ბოლო დროს, მოიპოვეთ ექსკლუზიური უფლება, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის