გახარია – „ქართული ოცნების“ ბოსები მედიათავისუფლების მიღწევასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ამბავი სრული ტყუილია, რომელიც „ოცნების“ დღევანდელმა ბოსებმა შექმნეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიას თქმით, „ქართული ოცნება“ ტყუილებით ცდილობს, პოზიციები გაიმყაროს.

„რაც შეეხება სააკაშვილის ამბავს, სრული ტყუილია. „ოცნების“ დღევანდელმა ბოსებმა შეთხზეს ეს ისტორია, შემდგომ, ერთი ტელევიზიის საშუალებით, რომელიც იქ დარაჯობდა, გაავრცელეს. მერე ეს აიტაცა მეორე ტელევიზიამ და შექმნეს ტყუილზე დაფუძნებული ფეიკნიუსი. სამწუხაროა, რომ ძალზედ საპატივცემულო ტელევიზიები, რომლებსაც ძალიან დიდი დაფარვა აქვთ და სადაც უაღრესად ბევრი კარგი, პატიოსანი ჟურნალისტი მუშაობს, იციან, რომ ფეიკია და მას ავრცელებენ. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იყო და დღესაც არის თავისუფალი მედია. დღეს, რასაც აკეთებენ „ქართული ოცნების“ დღევანდელი ბოსები, ამ მიღწევასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ იმიტომ, რომ ისე არიან შეშინებულები, დამფრთხლები, სხვა გზა არ აქვთ. ტყუილებით ცდილობენ, პოზიციები გაიმყარონ თავისივე მომხრეებში. ჩვენ იქ არანაირი გადაკვეთა არ გვქონია“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგახარია – „ქართულმა ოცნებამ“ ვერც არჩევნების შედეგები დაიცვა და ვერც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
შემდეგი სტატიავაკის პარკში მიმდინარე სამუშაოების ნაწილი დასრულებულია