21.1 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

გახარია: “ქართული ოცნება” ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან „კოლაბორაციონიზმში“ ადანაშაულებს.

“რუსეთი აჩქარებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიის პროცესს, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაში მიერთება. ამ მიზნით, საოკუპაციო ადმინისტრაციის სათავეში დაინიშნა რუსი ჩინოსანი და სწრაფი ტემპით ხორციელდება 2026 წლის 9 მაისს ხელმოწერილი ე.წ. „ინტეგრაციის შეთანხმება”.

ამ უკიდურესად ტრაგიკული პროცესების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი კობახიძე დუმილს ინარჩუნებენ და უარს ამბობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარე უხეში დარღვევების დაგმობაზე.

ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს და კვლავ უარს ამბობს ჩვენს მიერ ინიცირებული საპარლამენტო რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერაზე, რომელიც მიმდინარე ანექსიის პროცესს გმობს”, – წერს გახარია X-ზე.

banner
წინა სტატიაშიფრენების შესრულება ეკონომიკურ აზრს კარგავს – რუსულ “აზიმუტში” საავიაციო საწვავის დეფიციტზე საუბრობენ
შემდეგი სტატია“თუ ევროკავშირი არ იმოქმედებს, ამას გერმანია გააკეთებს”- კარინ პრიენი სოციალურ ქსელებზე მკაცრ შეზღუდვებს აანონსებს