გახარია პრეზიდენტის განცხადებაზე:„ეს იყო აბსოლუტურად ადეკვატური განცხადება”

გიორგი გახარიამ ოზურგეთში პარტია „საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნის შემდგომ მედიის შეკითხვებს უპასუხა და პრეზიდენტის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი.

„ეს იყო აბსოლუტურად ადეკვატური განცხადება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც პოლიტიკური შეფასებები, ასევე სამომავლოდ მისი მოწოდება, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული. ეს არის ის, რასაც ჩვენგან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოელიან. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სურვილია ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი კულტურული იდენტობით დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი გავხდეთ. ეს ჩვენი არჩევანია და შესაბამისად ეს ნიშნავს ასევე იმას, რომ ჩვენ გარკვეულ სტანდარტებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ. ამას რა თქმა უნდა სჭირდება რეფორმები, ამას სჭირდება გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯები.“ – ამბობს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებები და ტენდენციები, რომელსაც მმართველი ხელისუფლება, ასე ვთქვათ, მიმართავს, აჩენს ეჭვებს, რომ ჩვენი ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენ უკან თუ არ ვიხევთ, ერთ ადგილზე ვდგევართ.“ – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ჩვენ ორჯერ გავათავისუფლეთ საბაჟოს მთელი შემადგენლობა
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 აგვისტოსთვის