გახარია: პარლამენტში ვრჩები იმისთვის, რომ ფინანსური დამოუკიდებლობა შევინარჩუნო

საპარლამენტო მანდატებს იმისთვის ვინარჩუნებ, რომ ფინანსური დამოუკიდებლობა მქონდეს – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა “ტვ პირველის“ გადაცემა, “დღის ამბების“ ეთერში განაცხადა.

ყოფილი პრემიერის თქმით, ფინანსური დამოუკიდებლობა მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან “შემდგომი ბრძოლებისთვის ემზადება“.

საპარლამენტო მანდატებს იმისთვის ვინარჩუნებ, რომ მე პოლიტიკურ ცხოვრებაში მქონდეს დამოუკიდებლობა და ის, რაც ჩვენ მოქალაქეებმა მოგვანიჭეს იმის ნაწილი მაინც, დაფინანსების სახით რომ მივიღოთ, რომ არ ვიყოთ დამოკიდებულები ბანკირებზე, ფინანსურ ჯგუფებზე, კონკრეტულ ტელევიზიებზე, რომლების უკანაც კონკრეტული პარტიები, ბანკები, ფინანსური ჯგუფები დგანან, არ ვგულისხმობ არავის. ჩემთვის ეს დამოუკიდებლობა არის მნიშვნელოვანი. ამით შემდგომი ბრძოლებისთვის ვემზადები და ვიღაცას თუ ბევრჯერ უფრო მეტი ფული აქვს, ღმერთმა შეარგოს, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიუოლცი: უკრაინაში ომის დამთავრება სამუდამო უნდა იყოს და არა – დროებითი
შემდეგი სტატიაგახარია: ივანიშვილს ჰქონდა ერთი დავალება გაცემული – მთავარია არ მოკლათ, დანარჩენი ყველაფერი შეგიძლიათო-ივანიშვილის პირადი ინსტრუქციით ხდება ეს ყველაფერი