გახარია ოპონენტებს – ერთმანეთს შეგვიძლია შევეჯიბროთ ჩვენი ქვეყნისთვის უფრო კარგი საქმეების კეთებაში

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, მოქალაქეებისთვის მთავრობის ანგარიშის წარდგენა წლის ბოლომდე გაგრძელდება და თითოეული სამინისტრო წარდგება მოქალაქეების წინაშე.

როგორც გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას აღნიშნა, წლევანდელი ანგარიშები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რაც 2020 წელს იყო.

„ამ კვირიდან დაიწყო მთავრობის ანგარიშების წარდგენა მოქალაქეებისთვის. ეს ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება და თითოეული სამინისტრო წარდგება მოქალაქეების წინაშე. განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო წლევანდელი ანგარიშების მნიშვნელობა, რამეთუ მოგეხსენებათ, 2020 წელი საკმაოდ მძიმეა ეკონომიკური თვალსაზრისით, პანდემიის გამოწვევების თვალსაზრისით და უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ეფექტურად იმუშავა თითოეულმა სამინისტრომ. თითოეულ მოქალაქეს მინდა ვუთხრა, რომ ეს ანგარიშები ღიაა, ასევე მედიასაშუალებებით შეიძლება მათი ნახვა და ასევე ოპონენტებს მინდა მოვუწოდო, რომ ეს ის პლატფორმაა, სადაც ერთმანეთს შეგვიძლია შევეჯიბროთ ჩვენი ქვეყნისთვის უფრო კარგი საქმეების კეთებაში. განსაკუთრებით დღეს, როდესაც ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელი გამოწვევებით სავსე იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით და უაღრესი მნიშვნელობა ექნება გონივრულ, ეფექტურ ერთობლივ მუშაობას“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგახარია – ქვეყანაში ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება მოხერხდა
შემდეგი სტატიაშსს-მ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 553 ფაქტი გამოავლინა