გახარია ნამახვანჰესზე: რიონის დამცველების მხარდაჭერის გარეშე ეს ჰესი ვერ აშენდება

გიორგი გახარიამ გადაცემა „რეაქციის“ ეთერში ნამახვანჰესის მშენებლობის გარშემო მიმდინარე საკითხებზეც ისაუბრა.

,,რა თქმა უნდა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ენერგოსისტემის საფუძველი არის ჰიდროენერგია. რა თქმა უნდა ჩვენ ჰიდროელექტროსადგურები უნდა ავაშენოთ. მაგრამ იმ გზით და იმ ფორმით, როგორც ეხლა ეს ხდება ნამახვანში, სამწუხაროდ – მე მგონია რომ აქ მთავრობა და ხელისუფლება შეცდომას უშვებენ, არ გამოვა ეს. ვერ აშენდება ასე ეს ჰესი. მე მაქვს გამოცდილება მსგავს წინააღმდეგობებთან მუშაობის და თუ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, იმიტომ რომ ეს სიტუაცია ასე გამწვავდა, პირადად არ ჩაერთვებიან ამაში და პირადად ამ ადამიანებს არ დაელაპარაკებიან არ გამოვა ეს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკას და ენერგეტიკას ნამახვანი სჭირდება -ადამიანების, ადგილობრივი ადამიანების – აი ამ რიონის ხეობის დამცველების მხარდაჭერის გარეშე – არ გამოვა ეს საქმე. საბოლოო ჯამში ეს ჰესიც და ეს ელექტროენერგიაც ხო ამ ხალხისთვის გვინდა – შეუძლებელი იქნება”. – განაცხადა გიორგი გახარიამ

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგაეროს უშიშროების საბჭომ გუტერიშს მეორე ვადით გამოუცხადა ნდობა
შემდეგი სტატიაწვიმამ რომის ქუჩები დატბორა (video)